მაჭახელას დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის - „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“  ფარგლებში, მაჭახელას დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

თარიღი: 2025 წლის 17 იანვარი

დრო: 12:00 საათი

მისამართი: დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვლადიმერ წითლანაძის 1

 დოკუმენტი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მაჭახელას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

 მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული - დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ - დებულების შესაბამისად.

 მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.

 საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელ. მისამართზე: info@apa.gov.ge

 დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული შენიშვნები და რეკომენდაციები, შეძლებისდაგვარად, აისახება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

 მენეჯმენტის გეგმის დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს