ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება.

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო სივრცეებსა და მოსაცდელ ზონას. ცენტრში განთავსდება ინტერაქტიული-საგანმანათლებლო ინსტალაციები.
ვიზიტორთა ცენტრის აშენება ობიექტის ტერიტორიაზე გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების სერვისს და მეტად გაამარტივებს ოკაცეს კანიონზე მოგზაურობას.