რაჭის ეროვნული პარკის რეინჯერებს ტყის მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

რაჭის ეროვნული პარკის რეინჯერებს ტყის მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
რაჭის ეროვნული პარკი შედარებით ახალი დაცული ტერიტორიაა და მისი განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეინჯერების ცოდნისა და პროფესიული უნარების გაძლიერებაა. სწორედ ამ მიზნით, პარკის თანამშრომლებისთვის ტყის მართვის თემატური ტრენინგი ჩატარდა.
რეინჯერებმა შეისწავლეს სანიმუშო ფართობების სწორად გამოყოფა — პროცესი, რომელიც აუცილებელია ტყის მდგომარეობის შეფასებისა და მონიტორინგისთვის; განიხილეს საშეშე მერქნის ტრანსპორტირებისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის პროცედურები, რათა ტყის რესურსების გამოყენება სრულად შესაბამისობაში იყოს კანონთან.
ტრენინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სამართალდარღვევებს. რეინჯერებმა პრაქტიკული მაგალითებით განიხილეს სამართალდარღვევების აღმოჩენის ფაქტები და დაშესაბამისი პროცედურები.
რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეროვნული პარკი 2023 წელს შეიქმნა და მისი საერთო ფართობი 50 835 ჰა-ია.