საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის რეკომენდაციები
COVID-19 პანდემიისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას:
▪ დახურულ საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს
▪ ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა
▪ დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი
▪ რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად https://guru.ge/-ზე
ზოგადი რეკომენდაციები:
▪თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
▪ მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა
▪ ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ▪ მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას
▪ ხველისა და ცემინებისას, პირზე და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი
▪ გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ წყლითა და საპნით