შიდა ქართლში, ტანას აღკვეთილის მიმდებარე თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დასაფინანსებლად გამოცხადებული ტენდერის შემდეგ ეტაპზე ა(ა)იპ აგრო - სერვის კონსალტანგი გადავიდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 2024 წლის 05 სექტემბერს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანას აღკვეთილის მიმდებარე თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დასაფინანსებლად გამოცხადებული ტენდერის მომდევნო ეტაპზე გადასული ორგანიზაცია ა(ა)იპ აგრო-სერვის კონსალტინგია. აღნიშნული პროექტი გულისხმობს ტანას აღკვეთილის მახლობლად მცხოვრები ადგილობრივი თემებისთვის ისეთ ინიციატივებს როგორიცაა სხვადასხვა სახის კონკურსების გამოცხადება, მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსება, ასევე მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და მცირე და საშუალო ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. შემდგომ ეტაპებზე ორგანიზაციას მოუწევს დაადასტუროს შესაბამისი დოკუმენტაციით, იქნება ეს მისი გამოცდილებისა, თუ პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ იგი ნამდვილად აკმაყოფილებს ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამისთვის მან უნდა წარმოადგინოს საკუთარი შეთავაზება, როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური ნაწილის სახით.
ინფორმაცია აღნიშნული ტენდერის მიმდინარეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ტანას აღკვეთილის მიმდებარე მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საგრანტო პროექტების დაფინანსება, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის არსებული საგრანტო პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში” ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია GOPA.