სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი
ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ხრამის (ქცია) შუა წელში, ლავურ ქანებში გამომუშავებულ ღრმა კანიონისებრ ხეობისა და მდ. ჭივჭავის კანიონის ერთობლიობას. სამშვილდის კანიონი იწყება გაშიშვლებული კვარცპორფირის ინტრუზივით, რომელსაც გამოფიტვის შედეგად სცვივა მაგმური კვარცის ლამაზი ერთნაირად დაკუთხული ბიპირამიდული ფორმის კრისტალები. კვარცის ეს კრისტალები ბუნების ნამდვილი საოცრებაა. ბუნების ძეგლი მოიცავს 5-6 კილომეტრის სიგრძის მდ. ხრამის კანიონს და 3-4 კილომეტრის სიგრძის მდ. ჭივჭავის კანიონს. კანინის ჩაჭრის სიღრმე საშუალოდ 300 მ-ია.
ბუნების ძეგლის სიახლოვეს მდებარეობს საინტერესო ისტორიული ძეგლი - სამშვილდის ნაქალაქარი.
კოორდინატები: N41 30.358 E44 30.987
მდებარეობა: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. სამშვილდის მიდამოები. სამშვილდის ნაქალაქარის მიმდებარედ, მდ. მდ. ხრამისა და ჭივჭავის ხეობები, 548-605 მეტრი ზღვის დონიდან.
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. თეთრიწყარო. თბილისიდან თეთრიწყარო დაშორებულია 58 კმ-ით; ხანგრძლივობა - 1 სთ;
ქ. თეთრიწყარო - სოფ. სამშვილდე 5 კმ, ხანგრძლივობა - 15 წთ; სოფ. სამშვილდე - სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი 0,8 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ.
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაბა მანგლისში ან ქ. თბილისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
საკონტაქტო ინფორმაცია: ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
ტელ: 571 22 05 85
ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge / amchedlidze@apa/gov.ge