სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირშესანიშნაობამღვიმე გამომუშავებულია ბარემულ კირქვებში. შესასვლელი იხსნება მცენარეულობით შენიღბულ კარსტული ძაბრის ფსკერზე, რომელიც დამრეცად მიემართება სიღრმეში. დახრილი დერეფნის შემდეგ მღვიმე ფართოვდება 10-15 მ-დე და საკმაოდ ეფექტურ, ჰორიზონტალურ ფსკერიან დარბაზში გადადის, რომლის ჭერის სიმაღლე თითქმის 30 მ-ს უახლოვდება. ქიმიური ნალექებიდან აღსანიშნავია სტალაქტიტები, სტალაგმიტები. ყურადღებას იპყრობს ნაღვენთების განსაკუთრებით დიდი ზომები. ჭერიდან სიმძიმის ძალით მოწყვეტილი სტალაქტიტის გარშემოწირულობა 5 მ-ს უდრის. ამ ზომის სტალაქტიტი იშვიათია ევროპაში. შესავლელიდან 160 მ-ში ფსკერიდან აღმართულია 8 მ სიმაღლის სტალაგმიტი, რომლის გარშემოწერილობა ძირთან 8.5 მ-ია, შუაში კი - 4,5 მ. მღვიმე წარმოადგენს ასევე პალეონტოლოგიურ ძეგლს, რადგან აქ აღმოჩენილი იყო მღვიმური დათვის ძვლები. 

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავის მიდამოები, მდ. სემის მარცხენა ნაპირი, 379 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 23.373 E42 37.058            

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი  - 7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფ. ყუმისთავი - სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი -  2,3  კმ, ხანგრძლივობა - 15 წთ.

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელ: 577 10 18 06
ელ-ფოსტა: info@apa.gov.gezkvantaliani@apa.gov.ge 

ფოტოგალერეა