იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრავია

/ შეიქმნა 1935 წ. /

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები კომპლექსური დაცული ტერიტორიაა და  საქართველოს დასავლეთ ნაწილში, იმერეთის რეგიონში მდებარეობს და ოთხ, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტს მოიცავს.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 504,6 ჰა-ს შეადგენს და სათაფლიას ნაკრძალს (330 ჰა), სათაფლიას აღკვეთილს (34 ჰა), პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლს (46,6 ჰა) და კიდევ 17 ბუნების ძეგლს აერთიანებს. ადმინისტრაციული შენობა სათაფლიას აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარეობს. 

აღსანიშნავია, რომ იმერთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას სათაფლიას აღკვეთილსა და პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლებზე ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა გააჩნია.

სათაფლიას აღკვეთილის ინფრასტრუქტურა მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, კეთილმოწყობილ მღვიმესა და მარკირებულ ბილიკებს. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, კარსტული მღვიმე, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, პანორამული გადასახედები.

პრომეთეს მღვიმის ინფრასტრუქტურა მოიცავს ვიზიტორთა ცენტრსა და კეთილმოწყობილ მღვიმეს. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მღვიმიდან გამოვიდნენ როგორც ფეხით, ასევე ნავით.


მისამართიწყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ბანოჯა

ფეისბუქის გვერდი: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები/Imereti Caves Protected Areas

დეტაური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: ბეტო მიქაძე (პრომეთეს მღვიმე) ტელ: 577 10 14 17
ელ.ფოსტა: beto.promete@gmail.com 

მირზა კენჭაძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი
ტელ: 595 08 60 59 ელფოსტა: mirzakenchadze@gmail.com
ზაალ კვანტალიანი, ტელ: 577 10 18 06
გოჩა ყუბანეიშვილი, ტელ: 577 10 18 99

 


სერვისები - პრომეთეს მღვიმე / სათაფლია

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე - პრომეთეს მღვიმე / სათაფლია /
 
ბილიკები - პრომეთეს მღვიმე /  სათაფლია

სასტუმროები

რეგიონის ღირსშესანიშნაობანი

ფოტოგალერეა - პრომეთეს მღვიმე / სათაფლია

გვიპოვეთ Google Maps-ზე - პრომეთეს მღვიმე / სათაფლია