მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
/ შეიქმნა 2007 წ. /
მტირალას ეროვნული პარკი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარეობს და მოიცავს ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს. ეროვნული პარკის ადმინისტრაცია დაბა ჩაქვში მდებარეობს.
ადმინისტრაცია: დაბა ჩაქვი, მეგენეიშვილის ქ. N 13
საინფორმაციო ცენტრი: ეროვნული პარკის შესასვლელი, სოფ. ხალადან 2 კმ.
მტირალას ეროვნულ პარკში 3 მარკირებული და კეთილმოწყობილი ბილიკია, სადაც ვიზიტორებს სალაშქრო, ეკოსაგანამანათლებლო, სამეცნიერო, სათავგადასავლო და ფოტო ტურებს სთავაზობენ. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ექსტრემალური გასართობი სერვისით, ზიპლაინით ისარგებლონ და მაღალ ხეებს შორის დახრილად გაბმულ 200 მ-ის სიგრძის ბაგირზე ჩასრიალდენ. პარკში ასევე მოწყობილია 17 წინაღობისგან შემდგარი, 209 მეტრიანი (67 და 142 მეტრი). შემეცნებით-გასართობი ეკოსაგანმანათლებლო ატრაქცია „თოკების პარკი“, რომელიც შედგება მოზარდებისთვის და საოჯახო მარშუტებისგან.
ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:
- ზიპლაინი (ბაგირზე დაშვება): 20 ლარი;
- საკარვე ადგილი: 5 ლარი;
- საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანზე): 100 ლარი;
- საპიკნიკე ადგილი 6 ადამიანზე - 10 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 5 ლარი;
- საპიკნიკე ადგილი 10 ადამიანზე - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 10 ლარი;
- საპიკნიკე ადგილი 20 ადამიანზე - 20 ლარი, სკოლის მოსაწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 15 ლარი
- საპნიკნიკე ადგილი 30 ადამიანზე 25 ლარი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 20 ლარი
- თოკების პარკი (მარშრუტი მოზარდებისთვის) 1 ადამიანი - 20 ლარი;
- თოკების პარკი (მარშრუტი საოჯახო) 1 ადამიანი - 30 ლარი.
ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით
- ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია აგვისტოს მეორე ნახევრიდან ოქტომბრის მეორე ნახევრამდე;
- ენდემური მცენარეების ყვავილობის პერიოდია - პონტოს და უნგერნის შქერის - აპრილი-ივნისი; ვორონოვის თეთრყვავილას - მარტიდან აპრილის პირველ ნახევრამდე;
- ზიპლაინი და თოკების პარკი ფუნქციონირებს ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით.
განთავსება:
- ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში - 1 ადამიანი - 20 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი;
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ნერიმან აშლარბა - ტელ: 577 101 889