სიახლეები

აჯამეთის აღკვეთილში 550 ძირი იმერული და ქართული მუხის ჯიშის ნერგი დაირგო
დედამიწის დღის 2021 წლის თემის - „აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა“ აღსანიშნავად, "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" მხარდაჭერით, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, აღკვეთილში მოწყობილ მუხის სანერგე ფართობზე 550 ძირი იმერული და ქართული მუხის ჯიშის ნერგი დაირგო.

22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება!
22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება! ეს დღე გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და პლანეტის დასაცავად მთელს მსოფლიოს აერთიანებს!
2021 წელს, თემით - „აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა“ - ეს დღე ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ პროცესებზე, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვასა და ინოვაციურ მიდგომებზე, რომელთაც შეუძლიათ მსოფლიოს ეკოსისტემების აღდგენა.

წალკის კანიონზე მასშტაბური ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა; კერძო საერთაშორისო ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს
საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე - წალკის კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

დაცული ტერიტორიების რეინჯერი გიორგი აბრამიშვილი მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის მოხვდა

განცხადება
მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ ვიზიტორთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაჭახელას ეროვნული პარკის ტყუპი ჩანჩქერის ტურისტული ბილიკი დაიკეტა ქვათა ცვენის საშიშროების გამო.

27 მარტს მსოფლიოს მასშტაბით დედამიწის საათი აღინიშნება!
ამ დღეს, 20:30 წუთზე, უამრავი ადამიანი, დედამიწის ყველა კუთხიდან, პლანეტის დასაცავად ერთიანდება და 1 საათის განმავლობაში უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე. სწორედ ამ ჟესტით გამოიხატება მხარდაჭერა დედამიწის მიმართ.

22 მარტს წყლის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება!
ამ დღის მიზანია უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური წყლის კრიზისის დასაძლევად მოქმედება აუცილებელია.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა!
ამ დღეს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართველოს უნიკალური კოლხური ტყეების მნიშვნელობა! საქართველოში კოლხური ტყეები გავრცელებულია რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე, მათ შორის მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე.

21 მარტს, მსოფლიო ტყის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!
2021 წელს, ტყის საერთაშორისო დღის თემაა „ტყის აღდგენა: გზა გაჯანსაღებისა და კეთილდღეობისკენ“. ტყის დაცვა, აღდგენა და მისი მდგრადი მართვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი და მომდევნო თაობების უკეთესი მომავლისთვის. ტყის დაცვა-აღდგენა ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს, სუფთა წყლის, ჰაერის და საკვების შენარჩუნებას, ტყე უმნიშვნელოვანესია პლანეტის ბიომრავალფეროვნებისთვის და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია, ბოლო 8 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა
2020 წლის აღრიცხვის მიხედვით, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის რაოდენობა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, 690 ინდივიდს აღწევს, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებისა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების თავდაუზოგავი და აქტიური საქმიანობის შედეგია.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, პირველად მსოფლიოში, ჯიხვის სატელიტური მონიტორინგი ხორციელდება
პირველად მსოფლიოში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტრანსსასაზღვრო ტელემეტრიული მონიტორინგის პროექტი ხორციელდება. ტელემეტრიული მონიტორინგი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რთული მეთოდია, რაც ჯიხვებზე გადამცემიანი საყელოს დამაგრებას გულისხმობს შემდგომი დაკვირვების მიზნით.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც, გარემოს დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ეროვნულმა პარკებმა ITB Berlin Now 2021 საერთაშორისო გამოფენაზე დიდი ინტერესი გამოიწვია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველოს ეროვნული პარკების სახელით წარსდგა.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სტანდარტის SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემა ინერგება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გილოცავთ 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს!
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო გილოცავთ 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს!...