სიახლეები
09 ივნისი 2021
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში ახალი ეკოტურისტული ბილიკი გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, UNDP-ის მოქმედ ხელმძღვანელთან, ანნა ჩერნიშოვასთან და CNF-ის ხელმძღვანელ თობიას მიუნხმაიერთან ერთად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში ახალი, 32 კილომეტრიანი ბილიკი გახსნა.
08 ივნისი 2021
საქართველოსა და კორეის ეროვნული პარკების საერთო გამოფენა
ალგეთის ეროვნულ პარკში საქართველოსა და კორეის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. 2 კვირის განმავლობაში ალგეთის ეროვნულ პარკში კორეის ეროვნული პარკების ფოტოგამოფენა იქნება წარმოდგენილი. პარალელურად, ექსპოზიცია კორეაში, ქ. ვონჯუშიც გაიხსნა, სადაც საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოებია გამოფენილი.
27 მაისი 2021
თუშეთის ეროვნულ პარკის ვიზიტორთა ცენტრი ვიზიტორებისთვის ღიაა!
თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა და თუშეთის ეროვნული პარკი პირველ ვიზიტორებს ელის. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ომალოში მდებარეობს. სადაც როგორც ინფორმაციის მიღება და ტურის დაგეგმვა, ისე განთავსებაც შესაძლებელია. ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტები ვიზიტორებს მიაწვდიან ინფორმაციას ეროვნულ პარკში არსებული ტურისტული აქტივობებისა თუ განთავსების სხვადასხვა საშუალებების შესახებ, მათ შორის ვიზიტორთა ცენტრშივე არსებულ ნომრებზე.
26 მაისი 2021
მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლია 26 მაისიდან მუშაობას ანახლებს
მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია 26 მაისიდან მუშაობას ანახლებს და ვიზიტორებს სხვადასხვა საინტერესო სიახლეს სთავაზობს.მოგზაურობის მოყვარულებს უკვე შესაძლებლობა აქვს, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია მოინახულოს
26 მაისი 2021
პრომეთეს მღვიმის გახსნიდან 10 წელი შესრულდა
10 წლის წინ, 26 მაისს, საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი პრომეთეს მღვიმე ოფიციალურად გაიხსნა. მღვიმეში „ქართუ ჯგუფმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა და ახალი საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურა მოაწყო, რის შემდეგაც ვიზიტორებს მიეცათ საშუალება იმოგზაურონ და აღმოაჩინონ საქართველოს ეს უნიკალური მემკვიდრეობა.
22 მაისი 2021
22 მაისს, ყოველწლიურად, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება
22 მაისს, ყოველწლიურად, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს მსოფლიო მოსახლეობის ყურადღების გამახვილებას ბიომრავალფეროვნებისა და მისი შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.
20 მაისი 2021
26 მაისიდან, საქართველოს ეროვნულ პარკებში მოგზაურობის დროა!
მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დაცული ტერიტორიები - მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი(სოფ. კინჩხა), სათაფლია და პრომეთეს მღვიმე 26 მაისიდან ვიზიტორებისთვის იხსნება.
08 მაისი 2021
8 მაისს გადამფრენ ფრინველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება
საქართველოს დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვან საარსებო გარემოს წარმოადგენს გადამფრენი და მობუდარი ფრინველებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიები, სადაც ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დერეფანი გადის.
29 აპრილი 2021
თბილისის ეროვნულ პარკში 6 მილიონი ლარის ღირებულების ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
საქართველოს მთავრობის პროექტის - „ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა“ ფარგლებში, თბილისის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის განვითარება იგეგმება, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით განახორციელებს.
22 აპრილი 2021
აჯამეთის აღკვეთილში 550 ძირი იმერული და ქართული მუხის ჯიშის ნერგი დაირგო
დედამიწის დღის 2021 წლის თემის - „აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა“ აღსანიშნავად, "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" მხარდაჭერით, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, აღკვეთილში მოწყობილ მუხის სანერგე ფართობზე 550 ძირი იმერული და ქართული მუხის ჯიშის ნერგი დაირგო.
22 აპრილი 2021
22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება!
22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება! ეს დღე გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და პლანეტის დასაცავად მთელს მსოფლიოს აერთიანებს!
2021 წელს, თემით - „აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა“ - ეს დღე ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ პროცესებზე, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვასა და ინოვაციურ მიდგომებზე, რომელთაც შეუძლიათ მსოფლიოს ეკოსისტემების აღდგენა.
17 აპრილი 2021
წალკის კანიონზე მასშტაბური ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა; კერძო საერთაშორისო ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს
საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე - წალკის კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
12 აპრილი 2021
დაცული ტერიტორიების რეინჯერი გიორგი აბრამიშვილი მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის მოხვდა
29 მარტი 2021
განცხადება
მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ ვიზიტორთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაჭახელას ეროვნული პარკის ტყუპი ჩანჩქერის ტურისტული ბილიკი დაიკეტა ქვათა ცვენის საშიშროების გამო.
27 მარტი 2021
27 მარტს მსოფლიოს მასშტაბით დედამიწის საათი აღინიშნება!
ამ დღეს, 20:30 წუთზე, უამრავი ადამიანი, დედამიწის ყველა კუთხიდან, პლანეტის დასაცავად ერთიანდება და 1 საათის განმავლობაში უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე. სწორედ ამ ჟესტით გამოიხატება მხარდაჭერა დედამიწის მიმართ.
