სიახლეები
03 იანვარი 2014
თოვლის ფეხსაცმელებით ლაშქრობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
გასულ შაბათ-კვირას მოყვარულ მოლაშქრეთა 12 კაციანი ჯგუფი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის ეწვია.
03 იანვარი 2014
დაცული ტერიტორიების წარმომადგენელთა შეხვედრა ბორჯომში
2013 წლის 9 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით ბორჯომში, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოსა და აზერ-ბაიჯანის დაცული ტერიტორიების (კერძოდ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის, იალამას ეროვნული პარკისა და ზაქათალა-ბალაკენდის სახელმწიფო ნაკრძალის) წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
03 იანვარი 2014
ინფორმაცია კოლხეთის განვითარების ფონდის სამუშაოების შესახებ
2013 წლის 28 ნოემბერს, კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მიერ, რომლის თანხები მიმართულია კოლხეთის ეროვნული პარკისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარების, სარეაბილიტაციო და კვლევითი სამუშაოების განხორციელებისაკენ, გამოცხადდა ტენდერი კოლხეთის პარკის ვიზიტორთა ცენტრის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.
03 იანვარი 2014
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის მიმოხილვა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან (UNWTO) თანამშრომ-ლობითა და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „საქართველოს დაცული ტერიტორიების შესაძლებლობების გაძლიერება".
03 იანვარი 2014
ვიზიტი აზერბაიჯანში ქურციკების რეინტროდუქციის თემაზე
2013 წლის 15-18 დეკემბერს ქ. ბაქოში გაიმართა სემინარი ქურციკების (Gazella subgutturosa) აზერბაიჯანიდან საქართველო-
ში რეინტროდუქციის თემასთან დაკავშირებით, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა მოისწრაფიშვილი დაესწრო.
03 დეკემბერი 2013
ძუძუმწოვარ ცხოველთა რიცხოვნობისა და სიმჭიდროვის დადგენა ლაგოდეხში
2013 წლის 1 დეკემბერს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საველე კვლევა განხორციელდა, რომელიც მსხვილი ძუძუმწოვრების რიცხოვნობისა და სიმჭიდროვის განსაზღვრას ითვალისწინებს.
03 დეკემბერი 2013
პარლამენტმა დაცული ტერიტორიის სტატუსი 16 ბუნების ძეგლს მიანიჭა
მიმდინარე წლის ივლისში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით საქართველოს პარლამენტს განსახილველად 8 ობიექტზე არსებული 16 ბუნების ძეგლისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაეცა.
28 ნოემბერი 2013
ველო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
კვირას, 24 ნოემბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ველომოყვარულთა საინიციატივო ჯგუფის ეგიდით ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ველო-ტური მოეწყო.
21 ნოემბერი 2013
პროექტი ჩემი სკოლა ბუნებაში
2013 წლის 20 ნოემბერს, იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე პროექტის „ჩემი სკოლა ბუნებაში“ ეგიდით პირველი ღონისძიება ჩატარდა.
21 ნოემბერი 2013
ახალი ტურისტული სერვისი მტირალას ეროვნულ პარკში
2013 წლის 12 ნოემბერს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და ტურიზმის დარგის გერმანელი ექსპერტების მხარდაჭერით მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2 ახალი გასართობი და ექსტრემალური ტურისტული სერვისი დაინერგა.
18 ნოემბერი 2013
ველო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
კვირას, 24 ნოემბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტო ველომოყვარულთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად გიწვევთ ერთდღიან ველო ტურში თბილისი - ვაშლოვანის მიმართულებით.
17 ნოემბერი 2013
პრეზენტაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთათვის
2013 წლის 12 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის შენობაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნული პარკების ბიო მრავალფეროვნებას და იქ არსებული ეკო ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმოხილვას.
17 ნოემბერი 2013
სათაფლიაში ვიზიტორთა ბილიკები მოპირკეთდა
გასულ კვირას, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლების ინიციატივით, სათაფლიაში არსებული ვიზიტორთა ბილიკები დეკორატიული მოწნული ღობეებით მოპირკეთდა.
15 ნოემბერი 2013
დაცული ტერიტორიების ფოტო გამოფენა ქ. ჟენევის გაეროს ოფისში
2013 წლის 6 ნოემბერს, ქ. ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა.
07 ნოემბერი 2013
ჯეირნები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
გასულ კვირას, დაცული ტერიტორიების სააგენტოში მიმდინარე პროექტის „ჯეირნების რეინტროდუქცია კავკასიის ისტორიულ ჰაბიტატებში“ მეორე ეტაპი დასრულდა.
