სიახლეები

30 ივლისი 2013

დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭო დაფუძნდა

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან არსებულ, ამ დრომდე იურიდიული სტატუსის არმქონე საკონსულტაციო საბჭოს, დაცული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საფუძველზე, იურიდიული სტატუსი მიენიჭა.

29 ივლისი 2013

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი ქ. კიევში (უკრაინა)

2013 წლის 26 ივლისს, ქ. კიევში (უკრაინა) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანი უკრაინულ ბაზარზე საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების წარმოჩენა და პოპულარიცაზია იყო.

24 ივლისი 2013

დასუფთავების აქცია თბილისის ეროვნულ პარკში

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2013 წლის 24   ივლისს, 12 საათზე, თბილისის ეროვნულ პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა.

19 ივლისი 2013

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი პროგრამული უზრუნველყოფა

საქართველოს დაცული  ტერიტორიების სააგენტოში ბიუჯეტირების, აღრიცხვისა და ანგარიშგებისათვის ახალი სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა იგეგმება.

18 ივლისი 2013

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2013 წლის 9 ივლისს, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის შენობაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

16 ივლისი 2013

მტირალას ეროვნულ პარკში შვლების გაშვების ღონისძიება გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღეს მტირალას პარკში შვლების გაშვების ღონისძიებაში.

15 ივლისი 2013

მოხალისეები დაცულ ტერიტორიებზე

2013 წლის 10 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თავისუფალ უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ერთდროულად საქართველოს ექვს დაცულ ტერიტორიაზე ხორციელდება პროექტი სახელწოდებით - „მოხალისეები დაცულ ტერიტორიებზე“, რომელშიც, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის 540 სტუდენტი არის ჩართული.

12 ივლისი 2013

დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ოკაცის კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურიული პროექტის განხილვასთან დაკავშირებული სხდომა გაიმართა

2013 წლის 10 ივლისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ოკაცის კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურიული პროექტის განხილვასთან დაკავშირებული სხდომა გაიმართა.

11 ივლისი 2013

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბუნების ძეგლების სტატუსის მინიჭების განმსაზღვრელი კომისიის სხდომა გაიმართა

გუშინ, 10 ივლისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში  ბუნების ძეგლების სტატუსის მინიჭების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

11 ივლისი 2013

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში “ ნორჩი რეინჯერი“-ს დაჯილდოება გაიმართა

2013 წლის 7 ივნისს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ნორჩი რეინჯერებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

09 ივლისი 2013

ოკაცის კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიშის წარდგენა

2013 წლის 10 ივლისს, 11:00 სთ-ზე, დაცული ტერიტორიების სააგენტო გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკაცის კანიონზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიშის განხილვას. აღნიშნული შეხვედრა გაიმართება გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: გულუას ქ. 6, მე-5 სართული.

09 ივლისი 2013

„საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის პრეზენტაცია ქორთიარდ მერიოტში

2013 წლის 9 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პროექტის „საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვა ადგილობრივი თემებისთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით“ პრეზენტაცია გაიმართა.

01 ივლისი 2013

დაცული ტერიტორიების სააგენტო და მშვიდობის კორპუსი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი მოხალისისთვის ეძებს ოჯახს

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო და მშვიდობის კორპუსი (Peace Corps), მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ეძებს ოჯახს, რომელსაც სურვილი აქვს უმასპინძლოს ამერიკელ მოხალისეს. მოხალისეს საქართველოში ვიზიტის მიზანია დაეხმაროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკო ტურიზმის მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებაში.

28 ივნისი 2013

დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

ხუთშაბათს, 27 ივნისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. 

 

 

25 ივნისი 2013

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის სფეროში

2013 წლის 25 ივნისს, 15:00 საათზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში,  დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ დაბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს დირექტორმა მაკა ჯორჯაძემ ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.