ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი

დღეისათვის ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებს არ გააჩნია კეეთილმოწყობილი ვიზიტორთა ცენტრი, თუმცა ფუნქციონირებს ადმინისტრაცია, რომელიც მდებარეობს ქ. ახმეტაში ჭავჭავაძის ქ. N105.

მანძილი:

  • ქ. თბილისიდან ქ. ახმეტამდე, გურჯაანის გავლით, 180 კმ; გომბორის გავლით - 130 კმ. გასათვალისწინებელია, რომ გომბორის გზა ზამთარში იკეტება დიდთოვლობის გამო .

ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალში შესვლა ნებადართულია საგანმანათლებლო, არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით.

მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით:

  • ორთაჭალისა და ნავთლუღის ავტოსადგურიდან ქ. ახმეტის მიმართულებით მიკროავტობუსი გადის ყოველდღე (6-7 ლარი, 2 სთ);
  • მეტრო ისანის მიმდებარე ტერიტორიიდან ქ. ახმეტის მიმართულებით გადის კერძო ტაქსი, ყოველდღე (10 ლარი, 1სთ და 30 წთ);
  • ქ. ახმეტიდან ბაწარის ნაკრძალი დაშორებულია 25 კმ-ით. გადაადგილება შესაძლებელია მიკროავტობუსით ან კერძო ტაქსით (მიკროავტობუსი- 2 ლარი, კერძო ტაქსი - 15-20 ლარი, 30 წთ);
  • ქ. ახმეტიდან ბაბანეურის ნაკრძალი დაშორებულია 20 კმ-ით. გადაადგილება შესაძლებელია მიკროავტობუსით ან კერძო ტაქსით (მიკროავტობუსი - 2 ლარი, კერძო ტაქსი - 10-15 ლარი, 30 წთ);
  • ქ. თელავიდან მიკროავტობუსი ალავერდის გავლით მიდის პირდაპირ სოფელ ბაბანეურში (2 ლარი, 45 წთ);
  • ქ. ახმეტიდან ილტოს აღკვეთილი დაშორებულია 40 კმ-ით. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით. ტრანსპორტის დასაქირავებლად შეგიძლიათ მიმართოთ დაცული ტერიტორიბის ადმინისტრაციას.

საკონტაქტო პირი:

გიორგი სიმონიშვილი, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი,
ტელ: 595 50 80 55; ელ-ფოსტა: g.simonishvili33@gmail.com

 

 ნათია ანდღულაძე, ეკოტურიზმის სპეციალისტი, ცენტრალური ოფისი
ტელ.: 577 90 72 72, ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge

კოორდინატები:

X - 517378 Y - 4653386

სასტუმროები

რეგიონის ღირსშესანიშნაობები

ფოტოგალერეა

გვიპოვეთ MyGeorgia-ზე

გვიპოვეთ Google Maps-ზე