ბორჯომ ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრები
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტამდე რეკომენდირებულია ვიზიტორთა ცენტრში მისვლა და დარეგისტრირება. რეგისტრაციის გავლა საჭიროა არა მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ ვიზიტორთა სტატისტიკის განსასაზღვრად, არამედ ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია ფლობს ინფორმაციას ტერიტორიაზე ვიზიტორთა ჯგუფის ყოფნის შესახებ. ამასთანავე, ვიზიტორს საშუალება აქვს, სრულიად უფასოდ, დაათვალიეროს საგამოფენო დარბაზი, მიიღოს ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტის მომსახურება და ადგილზე დაიქირაოს მისთვის საჭირო ტურისტული აღჭურვილობა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს აქვს ორი ვიზიტორთა ცენტრი ბორჯომსა და ხარაგაულში. ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ. #23; ხარაგაულისა - დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. #17.
მანძილი:
- ქ. თბილისიდან ბორჯომამდე - 160 კმ (2 სთ ავტომობილით);
- ქ. თბილისიდან დაბა ხარაგაულამდე - 180 კმ (3 სთ ავტომობილით).
მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით:
- დიდუბის ავტოსადგურიდან ბორჯომის მიმართულებით მიკროავტობუსი გადის ყოველდღე, ერთსაათიანი ინტერვალით (8 ლარი, 2 სთ);
- დიდუბის ავტოსადგურიდან ხარაგაულის მიმართულებით მიკროავტობუსი გადის ყოველდღე, დღეში ორჯერ (10 ლარი, 3 სთდა 30 წთ.);
- რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან ბორჯომის მიმართულებით მატარებელი გადის ყოველდღე (2 ლარი, 4 სთ და 30 წთ);
- რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან ხარაგაულის მიმართულებით მატარებელი გადის ყოველდღე (4 - 10 ლარი, 3 სთ და 30 წთ).
ეროვნული პარკის სხვა შესასვლელები:
დაცულ ტერიტორიებზე მოხვედრა გარდა ვიზიტორთა ცენტრის ცენტრალური შესასვლელისა, შესაძლებელია შესაძლებელია შემდეგი შესასვლელებიდან:
- ლიკანი - ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 5 კმ;
- სოფ. ქვაბისხევი - ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 15 კმ;
- სოფ. აწყური - ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 27კმ;
- სოფ. ზანავი - ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 6 კმ;
- დაბა აბასთუმნი - ბორჯომის ვიზიტყორთა ცენტრიდან 80 კმ;
- სოფ. მარელისი - ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 17 კმ;
- სოფ. ნუნისი - ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 27კმ;
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ შესასვლელებთან განლაგებულია რეინჯერთა საგუშაგოები, რომლებიც აკონტროლებენ მხოლოდ ვიზიტორთა შესვლას და გამოსვლას ტერიტორიიდან და იქ ვერ შეძლებთ რეგისტრაციის გავლას და საჭირო ტურისტული აღჭურვილობის დაქირავებას.
საკონტაქტო პირი:
გაგა მუმლაძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი
ტელ: 577 64 04 80; ელფოსტა: gaga_mumladze@yahoo.com
ნინო ავეტისიანი, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი
ტელ: 577 64 04 44; ელფოსტა: nino.avetisian@gmail.com
გიორგი მუხურაძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი,
ტელ: 577 10 18 94; ელფოსტა: gio.mukhuradze@gmail.com
ნათია ანდღულაძე, ეკოტურიზმის სპეციალისტი, ცენტრალური ოფისი
ტელ.: 577 90 72 72; ელფოსტა: info@apa.gov.ge
კოორდინატები:
X- 320420 Y - 4627554