ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების საჯარო განხილვა
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც კოვიდ 19 პანდემიითაა გამოწვეული, 2022 წლის 26 იანვარს, 12:00 საათზე ჩანიშნული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ინვენტარიაციის შედეგების საჯარო განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართება
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს ,,მ3“.
2021 წლის 20 დეკემბერს, კომპანიამ სააგენტოში შემდეგი დოკუმენტაცია წარმოადგინა:
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტი;
- ჯამური ცხრილები და დაპროექტებული ღონისძიებები;
- ტაქსაციური აღწერები უბნების მიხედვით (ჯამში, 10 უბანი);
- კარტოგრაფიული მასალები.
მიმაგრებული ფაილები:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ტყის მართვის გეგმა. ტომი I
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ტყის მართვის გეგმა. ტომი Il
შენიშვნებისა და კომენტარებისთვის, 24 იანვრამდე, დაუკავშირდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და მართვის სამსახურის უფროს სპეციალისტ გიორგი კაპანაძეს (ელ.ფოსტა giokapana14@gmail.com).