ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირსშესანიშნაობა: ქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებულ მღვიმეს ორი შესასვლელი გააჩნია; პირველი - საიდანაც ძირითადი მიწისქვეშა ნაკადი გამოდის, სიმაღლით 3.5-4 მ, ხოლო სიგანე 7 მ-ია; მარცხენა განშტოება მთავარი შესავლელიდან 35-40 მ-ის დაშორებით ციცაბო საფეხურებით ზედაპირზე ამოდის. აქედან 60 მეტრში ფსკერი 50 მ სიგრძის სიფონურ ტბას უკავია, რომლის სიგანე 3-4 მ, ხოლო ჭერის სიმაღლე 2,5 მ აღწევს. პირველ სიფონს 200 მ სიგრძის წყლიანი და უნაპირო დერეფანი აგრძელებს; აქ წყლის სიღრმე 0,5-2 მ-ია. წყლიან დერეფანს კვლავ სიფონური გალერეა მოსდევს, რომლის სიგრძე 30 მ, ხოლო სიგანე 1-2 მ-ია. იგი კვლავ 150 მ-იან გალერეაში გადადის, რომლის ჭერი თითქმის მთელ სიგრძეზე ნაღვენთი ფორმებითაა დაფარული. ეს წყლიანი გალერეა მღვიმის ბოლომდე კვლავ რამდენიმე სიფონურ გასასვლელს ივითარებს, ხოლო ბოლოში 20-30 მ სიგრძეზე ჭერის დადაბლების გამო გადაადგილება ძალზე გაძნელებულია. ღლიანას მიწისქვეშა დინების დებეტია 50-55 ლ/წმ (წყალმცირობისას), ეს ნაკადი მღვიმიდან გამოსვლის შემდეგ, მდ. ყუმის ვოკლუზურ წყაროებს უერთდება. მღვიმის მშრალ დერეფნებში ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია ბინადრობს.

მდებარეობაწყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი, პრომეთეს მღვიმის მიმდებარედ, 142 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 22.338 E42 35.842  

მისასვლელი გზაბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი - ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი -  6 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ.

ღამისთევაღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცი
ტელ: 577 10 18 06
ელ-ფოსტაinfo@apa.gov.gezkvantaliani@apa.gov.ge 

ფოტოგალერეა