მაჭახელას ეროვნული პარკი

 

 

/შეიქმნა 2012 წ./

მაჭახელას ეროვნული პარკი ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ზღ. დ-დან საშუალოდ 300-350 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი შექმნის მიზანს  უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა წარმოადგენს. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭარისაღმართის ცენტრში.

პარკის ტერიტორიის 95% წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყანის ტყეებს უკავია. აქვვე ხარობს ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს ორი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი.

მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. აჭარისაღმართი

ფეისბუქის გვერდი: მაჭახელას ეროვნული პარკი/National Park of Machakhela

 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: ნანა ბაუჟაძე ტელ: 5 95 08 60 75, ელ.ფოსტა: nana.baujadze@gmail.com

 

 

ბილიკები
გვიპოვეთ Google Maps-ზე