სიახლეები

მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები ფართოვდება
მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებს ახალი კატეგორია ემატება. ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება მარიამჯვრის მოსაზღვრე 4935,8 ჰა ტერიტორიას.
ცივ-გომბორის აღვკეთილის დაარსების მიზანი ტერიტორიაზე წარმოდგენილი საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის მურა დათვის, კეთილშობილი ირმის და მერქნიანი სახეობების მაღალმთიანი მუხისა და უთხოვარის დაცვაა.

სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ სათაფლიაში ახალი ეკო-საგანმანათლებლო ბილიკი მოეწყო. ოთხ კილომეტრიანი ბილიკი მარტივი საფეხმავლოა, მარკირებულია და მის გასწვრივ დამონტაჟებულია საინფორმაციო დაფები. ლაშქრობისას შესაძლებელია მდინარე რიონისა და ხვამლის მთის ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობა, სპეციალურად მოწყობილი პანორამული გადასახედიდან.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა
2020 წლის 15 სექტემბერს 12:00 საათზე „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის განხილვა გაიმართება ონლაინ რეჟიმში.

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო კიდევ ერთი მსოფლიო აღიარების მოპოვებაზე მუშაობს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცული ტერიტორიების IUCN მწვანე ნუსხაში კანდიდატი საიტის წარდგენის თაობაზე...

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა
2020 წლის 15 სექტემბერს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გ. გულუას ქ. N6) „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს.
შესყიდვის ობიექტია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებზე არსებული ბუნგალოების და სარეინჯეროების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს.
შესყიდვის ობიექტია მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სარეინჯერო კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს.
შესყიდვის ობიექტია ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2 ერთეული სარეინჯერო კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს. შესყიდვის ობიექტია ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, არაგვის და თრუსოს ხეობაში სარეინჯერო კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები.

ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკებში, ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული, დუშეთის რაიონში, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და ახმეტის რაიონში, თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის მართვის უფლებით გადაცემის მიზნით.

ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე წყალმცურავი საშუალებებით ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების, ახალქალაქის რაიონში, ბარალეთში, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან მართვის უფლებით გადაცემის მიზნით.

ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლზე ტურისტული მომსახურების გაწევის და ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელ გორდში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის - 6147 კვ.მ. მიწის იჯარის უფლებით გაცემის მიზნით.

ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ლაგოდეხის აღკვეთილში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილის - 4615 კვ.მ. იჯარის უფლებით გაცემის მიზნით.

ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს წყალტუბოს რაიონში, სოფელ ბანოჯაში, სათაფლიის აღკვეთილის მიმდებარედ არსებული 460 კვ.მ მიწის, 431 კვ.მ მიწის და წყალტუბოს რაიონში, სოფელ ყუმისთავში არსებული 1869 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1016 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით გაცემის მიზნით.

დაცული ტერიტორიების რეგიონული ადმინისტრაციის თანამშრომლები სახელფასო დანამატებს მიიღებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ხელშეკრულება გაფორმდა.