სიახლეები

12 მარტი 2019

ნავენახევის მღვიმე გაიხსნადა ელის ვიზიტორება

12 მარტი 2019

ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 ლარი გამოიყო

08 მარტი 2019

სათაფლიის მღვიმე და კლდოვანი ბილიკი დროებით დაკეტილია

07 მარტი 2019

ეკოსაგანმანათლებლო ლექცია

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, სააგენტოში სკოლა-გიმნაზია „აია-ჯესი“-ს მოსწავლეებს ეკოსაგანმანათლებლო ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ. შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების შექმნის მიზანზე, ბიომრავალფეროვნებაზე, კატეგორიებზე, ზონირებაზე, ეკოტურისტულ სერვისებზე, დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული და დაშვებული საქმიანობების შესახებ. მოსწავლეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების დაარსების შესახებ ისტორიებიც მოისმინეს.

05 მარტი 2019

,ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება დაცული ტერიტორიებისთვის

დაცული ტერიტორიების სააგენტოში 4 დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციისთვის ეკოსაგანმანათლებლო პროეგრამები შეიმუშავეს.

პროგრამები შემუშვდა ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგის და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტიორიებისთვის. შეიქმნა ეკოსაგანმანათლებლო პროგრამები, სადაც გამახვილებულია ყურადღება  დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ძირითადი სახეობებისა და მათი ჰაბიტატების შესახებ, ასევე გაიწერა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები  სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელთა განხორციელება შესაძლებელი იქნება დაცულ ტერიტორიებზე საველე გასვლის დროს.

პროექტის შედეგად შემუშავებული ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ხელს სეუწყობს სკოლის მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნიობიერების ამაღლებას და ბუნებაში ქცევის წესების გამომუშავებას.

01 მარტი 2019

საქართველოს 12 დაცული ტერიტორია გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დახმარებას მიიღებს

21 თებერვალი 2019

რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინიმ მოაწერს.

ხელშეკრულების მთავარი მიზანი რეინჯერებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა, რაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების 574 თანამშრომლისა და რეინჯერის 2019 წლის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს. ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მუშაობა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. რეინჯერებს ხშირად უწევთ ბრაკონიერებთან ბრძოლა. ისინი 24 საათის განმავლობაში იცავენ ბუნებრივ მემკვიდრეობას.

კავკასიის ბუნების ფონდი სააგენტოს დაზღვევის ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს.

 

28 იანვარი 2019

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ორგანიზაცია „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის“ შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

31 დეკემბერი 2018

ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიებები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო 2018 წლის განმავლობაში, აქტიურად ახორციელებდა ეკო-საგანმანათლებლო საქმიანობას.

საქმიანობის ფარგლებში, იმართებოდა ლექციები, ეწყობოდა მოსახლეობასთან შეხვედრები, ეკო-კვირეულები, დასუფთავების აქციები, ეწყობოდა ეკო-ტურები და ეკო-ბანაკები.

საქმიანობაში ჩართულნი იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

2018 წელს, ჩატარდა 700-ზე მეტი ლექცია-სემინარი და მოეწყო 2 000-ზე მეტი ეკო ტური. მთელი წლის განმავლობაში, ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში 90 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ეკო-საგანმანათლებლო საქმიანობა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

31 დეკემბერი 2018

ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება სარეკის საჯარო სკოლაში წლის შემაჯამებელი ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ნიკო კეცხოველის იუბილეს მიეძღვნა.

ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება
სარეკის საჯარო სკოლაში წლის შემაჯამებელი ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ნიკო კეცხოველის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიებას მიწვეულ სტუმრებთან ერთად, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე - ვალერიან მჭედლიძე, თავმჯდომარის მოადგილე - თომა დეკანოიძე და დაგეგმვისა და განვითარების სამსაურის უფროსი - ნატო სულთანიშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ეკოკლუბ ,,არტემიდას“ წევრებმა წლის განმავლობაში განხორციელებული ეკოპროექტების შედეგები წარმოადგინეს. პროექტის ფარგლებში ეკოკლუბის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს და მონაწილეობა მიიღეს ეკოაქტივობებში.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ეკოკლუბის წევრებმა მოინახულეს კოლხეთის ეროვნული პარკი, ნავნახევის მღვიმე, ასევე აჯამეთის აღკვეთილი, სადაც მონაწილეობა მიიღეს იმერული და ქართული მუხის ნერგების დარგვაში.
22 დეკემბერი 2018

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ღონისძიება „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტორთა ცენტრში გამართულ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, სახელწოდებით „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ დაესწრო.

20 დეკემბერი 2018

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე, გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანია “სითი ფორესტერმა” ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის პროექტის ფარგლებში, დიზაინის შუალედური ანგარიში წარმოადგინეს.

მხარეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და დაგეგმეს პროექტისთვის განსაზღვრული შემდგომი ნაბიჯები.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი ერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მოეწყობა.

ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებში გვხვდება.

ხის კენწეროების ბილიკის შექმნის მიზანია, ადამიანებმა უკეთ, ახლოდან შეიცნონ ბუნება და ხელშესახები გახდეს მათთვის. მსგავსი ბილიკი ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, რაც ხელს შეუწყობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას.

ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.

19 დეკემბერი 2018

აჭარის დაცულ ტერიტორიებზე 1.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა

ქ. ბათუმში, პროექტის  „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვის დახვეწა“ შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში - ლუიზა ვინტონთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაესწრო.

18 დეკემბერი 2018

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება - “Welcome to Georgia”

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

14 დეკემბერი 2018

ახალი გრანტი საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“  საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მუნხტუია ალტანგერელმა მოაწერეს.