სიახლეები

29 ნოემბერი 2018

თერჯოლაში ნავენახევის მღვიმე გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანზიებით, თერჯოლაში, ნავენახევის მღვიმე, ახალი ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურით გაიხსნა.

22 ნოემბერი 2018

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირი ბუნებასთან

ბორჯომ-ხარაგულის ეროვნული პარკში დაიწყო პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირი ბუნებასთან“.

06 ნოემბერი 2018

სამუშაო შეხვედრა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული პროდუქტების განვითარების შესახებ

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) ორგანიზებით, ეკოტურისტული პროდუქტების განვითარებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების სტრატეგიის განახლებასა და კონკრეტული ქმედებების დაგეგმვას. 

01 ნოემბერი 2018

შავი ზღვის დაცვის დღე

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქალაქ ფოთის სხვადასხვა სკოლაში შავი ზღვის დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო, რომელიც დატვირთული იყო გარემოსდაცვითი აქტივობებით. 

29 ოქტომბერი 2018

სამუშაო შეხვედრა - კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება.

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება. დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად მუშაობს, რომ საქართველოში UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად პირველად მაჭახელას, მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები ასევე, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები გამოცხადდეს.

26 ოქტომბერი 2018

მენეჯმენტის გეგმის განხილვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კოლხეთის ეროვნული პარკის, კაცობურის აღკვეთილის და ქობულეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა.

25 ოქტომბერი 2018

სამხრეთ კავკასიის ტრანსსასაზღვრო ტურისტული პროდუქტის განვითარების სამუშაო შეხვედრა

ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანში“, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებულმა სამდივნომ(TJS), სამხრეთ კავკასიის ტრანსსასაზღვრო ტურისტული პროდუქტის განვითარების მეორე შეხვედრას უმასპინძლა.

20 ოქტომბერი 2018

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% - უცხოელი. 

18 ოქტომბერი 2018

ექსპერტების ვიზიტი დაცულ ტერიტორიებზე

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და აშშ-ს სატყეო სამსახურის (U.S. Forest Service) თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც სააგენტოს მხარდაჭერას გაუწევენ სალაშქრო ბილიკების დაგეგმვის მიმართულებით.

11 ოქტომბერი 2018

პროექტი „კოლხეთის მოხალისე“

კოლხეთის ეროვნულ პარკში პროექტი "კოლხეთის მოხალისე" მიმდინარეობს. პროექტი 2018 წლის 3 სექტემბერს დაიწყო და მასში ქ.ფოთის სხვადასხვა სკოლის 14 მოსწავლე მონაწილეობს. თეორიული აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას, მის საერთაშორისო მნიშვნელობას და ეკო ტურისტულ სერვისებს გაეცნენ. მათ ასევე ისწავლეს თუ როგორ დაიტანონ ქალაქში არსებული სხვადასხვა ტურისტული ობიექტები რუკებზე Google Pin-ის საშუალებით, როგორ შექმნან და განათავსონ რეკლამები სოციალურ ქსელში.

03 ოქტომბერი 2018

ამერიკელი ექსპერტების სემინარი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მერნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში ამერიკელმა ექსპერტებმა თანამშრომლებს სალაშქრო ბილიკების დაგეგმვისა და მშენებლობის თემაზე სემინარი ჩაუტარეს. 

30 სექტემბერი 2018

შეფასების ჯგუფის ექსპერტთა (EAGL) შესარჩევი კონკურსი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო გეგმავს საქართველოს დაცული ტერიტორიების წარდგენას IUCN მწვანე ნუსხაში.

29 სექტემბერი 2018

ეკო-საგანმანათლებლო ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, საჩხერის რაიონის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებიისთვის კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტური მოეწყო. მოსწავლეებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე შეხვდა.

18 სექტემბერი 2018

ქობულეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა

2018 წლის 24 ოქტომბერს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გ. გულუას ქ. N6) „ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

18 სექტემბერი 2018

კოლხეთის ეროვნული პარკის და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა

2018 წლის 23 ოქტომბერს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გ. გულუას ქ. N6) ,,კოლხეთის ეროვნული პარკის და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.