სიახლეები

KFW -ს წარმომადგენლები ჯავახეთის ეროვნულ პარკში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრფიშვილმა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ევა ვიტს და კავკასიის რეგიონული ოფისის ახალ დირექტორს, კლაუს ფაიგელს ჯავახეთის ეროვნულ პარკში უმასპინძლა.

ალგეთის ეროვნულ პარკში ეკო-ბანაკი მოეწყო
25-27 ივლისს ალგეთის ეროვნულ პარკში ეკო- ბანაკი მოეწყო.

კონკურსი „შემოსავლის მომტანი იდეების შერჩევაში“
მარტვილის მუნიციპალიტეტში, „შემოსავლის მომტანი იდეების შერჩევაში“ კონკურსი გაიმართა. კონკურსში სოფლების - ინჩხურის, ბალდის და გაჭედილის მოსახლეობა მონაწილეობდა.

დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა კავკასიაში - საქართველო
ყაზბეგის ეროვნულ პარკში პროგრამის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში, სოციალური პროექტების შედგენაში კონკურსი გაიმართა.

პრომეთეს მღვიმის სანაოსნო მონაკვეთი დროებით არ მუშაობს
იმერეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად, პრომეთეს მღვიმის სანაოსნო მონაკვეთი დროებით არ მუშაობს.

შეხვედრა უცხოელ მეცნიერებთან
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი კოლხეთის ეროვნულ პარკში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შეხვდა.

მდ. ჭურიაზე სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერაში ტურნირი ჩატარდა
კოლხეთის ეროვნული პარკის ინიციატივით, ზუგდიდის უბნის ტურისტული თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ჭურიაზე ჩატარდა ტურნირი სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერაში. ღონისძიებაში მონაწილეობა 58-მა პრეტენდენტმა მიიღო.

სოციალური პროექტების შედგენა
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, სამუშაო ჯგუფმა, „მარტვილმა“, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) მხარდაჭერით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში თემის სოფლებს შორის ჩაატარა კონკურსი თემაზე: „სოციალური პროექტების შედგენა“.

ახალი ბილიკი თბილისის ეროვნულ პარკში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა შვეიცარიის მისიის წარმომადგენელ ფლორიან გუბლერთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომის“ თავმჯდომარე ნათია მულაძესთან ერთად თბილისის ეროვნულ პარკში ახლად მარკირებული ბილიკი დაათვალიერა.

მედიატური თუშეთის ეროვნულ პარკში
თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონის გახსნის ფესტივალს, „მზე მოეს“ მედიასაშუალებების წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული სააგენტოს პროექტის, „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში დაესწრნენ.

ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, ტომას პერნიცკიმ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასწრაფო მანქანად ადაპტირებული „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი გადასცა.
თუშეთის ეროვნულ პარკში, ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ ფესტივალზე „მზე მოე“, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, ტომას პერნიცკიმ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასწრაფო მანქანად ადაპტირებული „მიცუბიშის“ მარკის (Mitshubishi Pajero 2014) ავტომობილი გადასცა.

ფესტივალი "მზე მოე"
თუშეთის ეროვნულ პარკში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ფესტივალი „მზე მოე“ ჩატარდა.

ცოცხალი წიგნები
კოლხეთის ეროვნულ პარკში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა.

აღმოაჩინე და შეიყვარე დაცული ტერიტორიები
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში პროექტის „აღმოაჩინე და შეიყვარე დაცული ტერიტორიები“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ვიზიტორთა ცენტრის საკონფერენციო დარბაზში პროექტის ფარგლებში, მონაწილეების მიერ დაწერილი ესეების განხილვა გაიმართა.

ქვემო ალვანში ვეტერინარული ცენტრი გაიხსნა
დაცული ტერიტორიების საააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნათია ნაცვლიშვილმა სოფელ ქვემო ალვანში ვეტერინარული ცენტრი გახსნეს.