სიახლეები
25 აპრილი 2017
ტრენინგი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისთვის
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ვაშლოვანის, ლაგოდეხის, ჭაჭუნას, თუშეთისა და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებს ჩეხმა ექსპერტებმა ტრენინგი ჩაუტარეს ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზაზე მუშაობის შესახებ.
21 აპრილი 2017
დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის კურსდამთავრებულების დაჯილდოება
დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოში პაატა შანშიაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს გადასცეს.
20 აპრილი 2017
გამწვანების აქცია აჯამეთის აღკვეთილში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა თომა დეკანოიძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
11 აპრილი 2017
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად, ნიამორი გამოჩნდა.
ცხოველი ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ-ერთმა ფოტო-მახემ დააფიქსირა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო მახეები CNF-ის მხარდაჭერით ჯიხვის აღრიცხვისთვის დაყენდა.
10 აპრილი 2017
ეკო-განათლება სკოლების მოსწავლეებისთვის
დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლები რეგიონში მდებარე სკოლების მოსწავლეებისთვის ეკო-საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ.
08 აპრილი 2017
გიგლა აგულაშვილი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, თომე დეკანოიძესთან და WWF კავკასიის რეგიონალურ დირექტორთან, გიორგი სანადირაძესთან ერთად,ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, სადაც ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროგრამას ადგილზე გაეცნო.
04 აპრილი 2017
ადმინისტრაციის მშენებლობის პროცესი
დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის სეზონის გახსნისთვის მზადება მიმდინარეობს.
03 აპრილი 2017
ეკო-საგანმანათლებლო პროექტი რეგიონებში
დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლები რეგიონში მდებარე სკოლების მოსწავლეებისთვის ეკო-საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებენ.
24 თებერვალი 2017
დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადება
24 თებერვალს, თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერმა ბესო ასათაშვილმა პარკის ცხვარიჭამიის უბანზე გამოავლინა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი.
22 თებერვალი 2017
განახლებული საგრანტო ხელშეკრულება
კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდ
09 თებერვალი 2017
მე ვეხმარები ბუნებას
მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში ღონისძიება „მე ვეხმარები ბუნებას“ ჩატარდა.
27 იანვარი 2017
საჯარო განხილვა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. გეგმა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა და 6-წლიან პერიოდს მოიცავს.
25 იანვარი 2017
დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დაასრულეს 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროექტი, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობას უზრუნველყოფს. სასტუმრო „თბილისი რუმსში“ პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
17 იანვარი 2017
გაზეთ "ობსერვერის" პრეზენტაცია
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ კვანტალიანი სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაზეთ „ობსერვერის“ პრეზენტაციას დაესწრო.
27 დეკემბერი 2016
თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა
წინამდებარე მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა თბილისის ეროვნული პარკისათვის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რომელთა თანახმადაც მენეჯმენტის გეგმა სავალდებულოა ყველა დაცული ტერიტორიისათვის.
