სიახლეები
06 ივლისი 2018
აუქციონი - სათაფლიას აღკვეთილის ტურისტული ინფრასტრუქტურა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის სსიპ "დაცული
ტერიტორიების სააგენტოს" სარგებლობაში გადასაცემად გამოაქვს სათაფლიას აღკვეთილის ტურისტული ინფრასტრუქტურა.
04 ივლისი 2018
დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სასტუმრო „ბილტმორში“ იმყოფებოდა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
14 ივნისი 2018
აუქციონი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის სსიპ "დაცული
ტერიტორიების სააგენტოს" სარგებლობაში გადასაცემად გამოაქვს მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტის სასტუმროს ნომრები - და საპიკნიკეები.
14 ივნისი 2018
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ეკო ბანაკი გაიხსნა
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ეკო ბანაკი - "ოჩოკემპი" გაიხსნა.
13 ივნისი 2018
250 000 დოლარი - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებისთვის
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გლობალური კონსერვაციის ფონდს (GC) შორის, საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
11 ივნისი 2018
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 38%-ით გაიზარდა
2018 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 195 617 შეადგინა. მათ შორის 55% ქართველია, ხოლო 45% - უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 14%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 38%-ით.
11 ივნისი 2018
წიგნის ,,ყველაფერი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე“ პრეზენტაცია
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, მოადგილესთან -თომა დეკანოიძესთან ერთად, ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში იმყოფებოდა, სადაც წიგნის ,,ყველაფერი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე“ პრეზენტაცია გაიმართა.
06 ივნისი 2018
აუქციონი
დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს აუქციონს ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაზე ტურისტების ფოტო და GIF სერვისებით მომსახურების მართვის უფლებით გაცემის მიზნით.
31 მაისი 2018
ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
ვიზიტორთა ცენტრი სტეფანწმინდაში გამორჩეული ადგილი იქნება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობის გახსნის ღონისძიებაზე.
25 მაისი 2018
,,დაცული ტერიტორიები, ბიომრავალფეროვნება და ეკოტურიზმი"
24 მაისი 2018
ბიომრავალფეროვნების დღე
ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოში ეკოსაგანმანათლებლო კვირეული დაიწყო.
22 მაისი 2018
შეხვედრა ბრაკონიერობის პრობლემის მოგვარების მიზნით
ბრაკონიერობის პრობლემის მოგვარების მიზნით შეხვედრა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა.
16 მაისი 2018
ალგეთის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ალგეთის ეროვნული პარკის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
05 მაისი 2018
მარტვილის კანიონის მაშველებს გადამზადების სპეციალური კურსი ჩაუტარდათ
დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალი ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება. ვიზიტორთა უსაფრთხოების სისტემის სრულყოფისათვის სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მათ შორის გადამზადების კურსები.
03 მაისი 2018
დაცულ ტერიტორიებზე ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა
კოლხეთის ეროვნულ პარკში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა, რომლის მეშვეობითაც მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი დგინდება.
