სიახლეები

10 მაისი 2017

ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან დავით მარკოზაშვილთან ერთად ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა.

27 აპრილი 2017

დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე

დაცული ტერიტორიების სააგენტო თბილისის  მე-19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.

25 აპრილი 2017

წიგნის პრეზენტაცია „გაიცანი ალგეთის ეროვნული პარკი“

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „გაიცანი ალგეთის ეროვნული პარკი“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

25 აპრილი 2017

ტრენინგი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისთვის

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ვაშლოვანის, ლაგოდეხის, ჭაჭუნას, თუშეთისა და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებს ჩეხმა ექსპერტებმა  ტრენინგი ჩაუტარეს ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზაზე მუშაობის შესახებ.

21 აპრილი 2017

დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის კურსდამთავრებულების დაჯილდოება

დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოში პაატა შანშიაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს გადასცეს.

20 აპრილი 2017

გამწვანების აქცია აჯამეთის აღკვეთილში

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა თომა დეკანოიძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

11 აპრილი 2017

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად, ნიამორი გამოჩნდა.

ცხოველი ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ-ერთმა ფოტო-მახემ დააფიქსირა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო მახეები CNF-ის მხარდაჭერით ჯიხვის აღრიცხვისთვის დაყენდა

10 აპრილი 2017

ეკო-განათლება სკოლების მოსწავლეებისთვის

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლები რეგიონში მდებარე სკოლების მოსწავლეებისთვის ეკო-საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ. 

08 აპრილი 2017

გიგლა აგულაშვილი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, თომე დეკანოიძესთან და WWF კავკასიის რეგიონალურ დირექტორთან, გიორგი სანადირაძესთან ერთად,ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, სადაც ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროგრამას ადგილზე გაეცნო.

04 აპრილი 2017

ადმინისტრაციის მშენებლობის პროცესი

დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის სეზონის გახსნისთვის მზადება მიმდინარეობს.

03 აპრილი 2017

ეკო-საგანმანათლებლო პროექტი რეგიონებში

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლები რეგიონში მდებარე სკოლების მოსწავლეებისთვის ეკო-საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებენ. 

24 თებერვალი 2017

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადება

24 თებერვალს, თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერმა ბესო ასათაშვილმა პარკის ცხვარიჭამიის უბანზე გამოავლინა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი. 

22 თებერვალი 2017

განახლებული საგრანტო ხელშეკრულება

კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდ

09 თებერვალი 2017

მე ვეხმარები ბუნებას

მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში ღონისძიება „მე ვეხმარები ბუნებას“ ჩატარდა.

27 იანვარი 2017

საჯარო განხილვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. გეგმა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა და 6-წლიან პერიოდს მოიცავს.