სიახლეები

29 მაისი 2014

თბილისის ეროვნულ პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

2014 წლის 23 მაისს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ პროფესიულ კოლეჯ ,,მერმისის“  ორგანიზებით თბილისის ეროვნულ პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა.

29 მაისი 2014

საჯარო ლექცია

2014 წლის 14 მაისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებს  საჯარო ლექცია  თემაზე საქართველოს დაცული ტერიტორიები ჩაუტარდათ.

29 მაისი 2014

მაისიდან პრომეთეს მღვიმეში პლასტიკური ბარათით სარგებლობა უკვე შესაძლებელია

 მაისიდან პრომეთეს მღვიმეში ბილეთის შეძენა შესაძლებელია პლასტიკური ბარათით. აღსანიშნავია, რომ დღემდე  მსგავსი სერვისი  არ არსებობდა, რაც ვიზიტორებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდათ. მზარდმა მოთხოვნამ საჭირო გახადა ახალი სერვისის დამატება, რის საფუძველზეც დაცული ტერიტორიების სააგენტომ უზრუნველყო სერვისის გააქტიურება.  

23 მაისი 2014

საძოვრების მართვა

 გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით, საძოვრების მართვასთან დაკავშირებით   პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა დაინტერესებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დონორები და ექსპერტები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს შეხვედრაზე წარმოადგენდნენ თავმჯდომარის მოადგილეები ბაკურ კვარაცხელია და ლაშა მოისწრაფიშვილი. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები სადაც, განხილული იყო  დაცულ ტერიტორიებზე საძოვრებთან მიმართებაში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და გადაჭრის გზები.

13 მაისი 2014

ტური ბავშვებისთვის პრომეთეს მღვიმეში

სამტრედიის 3 სხვადასხვა საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები დღეს პრომეთეს მღვიმეს ესტუმრნენ. მათ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ უმასპინძლა და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერებინა. 

05 მაისი 2014

ევროკავშირის ბუნებისდაცვითი კანონმდებლობის გაცნობა

ევროკავშირის ბუნებისდაცვითი კანონმდებლობის გაცნობა ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში მიმდინარე „ევროკავშირის დაძმობილების პროექტის" (EU Twinning Project) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

05 მაისი 2014

საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, „კავკასიის ბუნების ფონდსა" და „საქართველოს ბანკს" შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. 

22 აპრილი 2014

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს სახანძრო მანქანები გადაეცა

კომპანია „ენერგოტრანსმა" ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციიისთვის 2 პიკაპის ტიპის ავტომანქანა და მაღალი გამავლობის მობილური სახანძრო მანქანა შეიძინა. 

14 აპრილი 2014

დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა. გამოფენის მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაა. 

14 აპრილი 2014

სამუშაო შეხვედრა დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების საკითხებზე

საქართველოს დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

14 აპრილი 2014

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის დასასრული

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ პროექტ „საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერებაზე" მუშაობა დაასრულა. 

02 აპრილი 2014

8.2 მილიონი ევრო დაცული ტერიტორიებისთვის

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანულ საკონსულტაციო ჯგუფს (GFA) შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

31 მარტი 2014

დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოგამოფენა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტო გამოფენა გაიხსნა. 

25 მარტი 2014

ევროპული დიპლომი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისათვის

2014 წლის 24 მარტს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამდივნოს ეგიდით  სპეციალისტთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს სხვადასხვა დაცული ტერიტორიებისათვის ევროპული დიპლომის მინიჭების შესახებ დისკუსია წარმოადგენდა.  

25 მარტი 2014

ტენდერი ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობაზე

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში მიმდინარე ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის პროექტის ფარგლებში  ქ. ახალქალაქში ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა არის დაგეგმილი.