სიახლეები
24 დეკემბერი 2015
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე განხილულ იქნა პონტოს მუხის დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლო გზები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხი. პროექტს თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ფინანსური მხარდაჭრით ახორციელებს.
24 დეკემბერი 2015
ფერმერთა კოოპერატივმა სატვირთო მანქანა გაეროს განვითარების პროგრამისგან მიიღო
ფერმერთა კოოპერატივმა მაღალმთიანი აჭარას სოფ. ჩიქუნეთში მიიღო სატვირთო მანქანა გაეროს განვითარების პროგრამისგან.
21 დეკემბერი 2015
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საპიკნიკე ფარდული აშენდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
16 დეკემბერი 2015
ბორჯომში რეინჯერებისათვის ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს დაცული ტერიტორიების რეინჯერებისთვის ბორჯომში 4 დღიანი ტრენინგი ჩატარდა.
30 ნოემბერი 2015
საგრანტო ხელშეკრულება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშომლების 2016 წლის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს. ამის შესახებ საგრანტო ხელშეკრულება დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაფორმდა
28 ნოემბერი 2015
ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი 80 წლისაა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის 80 და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
19 ნოემბერი 2015
დემარკაციის საველე სამუშაოები დასრულდა
დაშბაშისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლების დემარკაციის საველე სამუშაოები დასრულდა.
17 ნოემბერი 2015
ცხვრის სასმელი წყლით მომარაგების სისტემა
დედოფლისწყაროს რაიონში, ცხვრის სასმელი წყლით მომარაგების სისტემა გაიხსნა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი დაესწრო. წყლით მომარაგების სისტემა სამუხის ველზე მოეწყო.
16 ნოემბერი 2015
ბიზნეს იდეების შერჩევის კონკურსი
კინტრიშის დაცული ტერიტორიების, ალგეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკების მიმდებარე სოფლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში „ბიზნეს იდეების შერჩევის კონკურსი“ გაიმართა.
16 ნოემბერი 2015
სამუშაო შეხვედრა მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში
მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და აჭარის დაცული ტერიტორიების ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
15 ნოემბერი 2015
აგრარულ უნივერსიტეტში დაცული ტერიტორიების კუთხე გაიხსნა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა აგრარულ უნივერსტეტში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს დაცული ტერიტორიების კუთხე გაიხსნა.
01 ნოემბერი 2015
ჩეხი ექსპერტების ვიზიტი
პროექტის, „იმერეთის მღვიმეების მართვის გაუმჯობესება“, ფარგლებში საქართველოს ჩეხ სპელეოლოგთა ჯგუფი ესტუმრა. ვიზიტის მიზანს მღვიმეების მიკროკლიმატის მონიტორინგი და საწურბლიას მღვიმის სპელეოთერაპიული მიზნებისთვის შეფასება წარმოადგენს.
ჩეხი ექსპერტები - კარელ დრბალი, ვრატისლავ ოურაბკა და პეტრ ზაიჩეკი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილსა და იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების დირექტორ ზაალ კვანტალიანს შეხვდნენ. ასევე, მოინახულეს პრომეთეს, სათაფლიას, საწურბლიასა და დათვის მღვიმეები სადაც, მონიტორინგის პროგრამის მიმდინარეობისას მღვიმეების კვლევითი აპარატურა - ტენიანობისა და ტემპერატურის საზომი მოწყობილობა დამონტაჟდა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია კი მღვიმის მიკროკლიმატის შემადგენლობის შემსწავლელი მოწყობილობით აღიჭურვა. განხორციელდა დამონტაჟებული აპარატურიდან ინფორმაციის ამოღება, ამასთან იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი აპარატურის ექსპლუატაციისა და მონაცემების დამუშავების თემაზე. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის მღვიმეების სამსახურის მიერ პერსნალური კომპიუტერი გადაეცა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას, სადაც, თავს მოიყრის მღვიმეების კვლევის შედეგები.
ექსპერტები, ახლადაღმოჩენილი მღვიმეების შესასწავლად, რაჭას ესტუმრნენ და ადგილზევე განახორციელეს მღვიმის აგეგმვა და მიკრო კლიმატის შეწავლა. აგრეთვე დაათვალიერეს მარტვილის ტერიტორიაზე არსებული მღვიმეებიც. ექსპერტების სამუშაო ვიზიტი 3 ნოემბრამდე გასტანს.
აღნიშნული პროექტი ჩეხეთის მღვიმეების სამსახურის მხარდაჭერითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
14 ოქტომბერი 2015
საქართველოს დაცული ტერიტორიები - მიღწევები და გამოწვევები
ბათუმში საქართველოს დაცული ტერიტორიების ტერიტორიული ადმინისტრაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „საქართველოს დაცული ტერიტორიები: მიღწევები და გამოწვევები“.
30 სექტემბერი 2015
კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში
21-23 სექტემბერს მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში“ ფარგლებში, რეგიონალური კონფერენცია გაიმართა
29 სექტემბერი 2015
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპული დიპლომი გადაეცა
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებისათვის ევროპული დიპლომის გადაცემის საზიემო ცერემონია გაიმართა.
