სიახლეები
24 სექტემბერი 2015
მემორანდუმი ფილიპინების ბიომრავალფეროვნების მართვის ბიუროსთან
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ფილიპინების გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების მართვის ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
23 სექტემბერი 2015
მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე გაიმართა.
19 სექტემბერი 2015
საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილმა მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის საკითხის განსახილველად საკონსულტაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია.
17 სექტემბერი 2015
საქართველოში ბიოსფერული რეზერვატი შეიქმნება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის განვითარების პოტენციალის მიმოხილვის" დოკუმენტზე იმსჯელეს.
10 სექტემბერი 2015
კონფლიქტების მართვა დაცულ ტერიტორიებზე
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ინიციატივის ფარგლებში, შემუშავებული დაცულ ტერიტორიებსა და ადგილობრივ თემებს შორის კონფლიქტების გადაწყვეტის სქემის შესახებ შეხვედრა გაიმართა.
10 სექტემბერი 2015
CNF-ის პროექტები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელ დირექტორს დევიდ მორისონს შეხვდა.
07 სექტემბერი 2015
ინფრასტრუქტურული პროექტები ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატება. ეროვნული პარკი ფშავ-ხევსურეთში შეიქმნა.
27 აგვისტო 2015
დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა მოიწვია
18 აგვისტო 2015
ლაგოდეხის ვიზიტორთა ცენტრში წიგნის კუთხე გაიხსნა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს სტუმრობდა, სადაც ტურისტულ სერვისებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
17 აგვისტო 2015
საველე პრაქტიკები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტთა საველე პრაქტიკები დასასრულს უახლოვდება. ეროვნულ პარკს 2015 წელს სამი სხვადასხვა ჯგუფი ეწვია.
03 აგვისტო 2015
ოკაცესა და მარტვილის კანიონებზე დასუფთავების აქცია მოეწყო
ოკაცესა და მარტვილის კანიონებზე მოხალისეთა პროგრამის ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა
03 აგვისტო 2015
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აწყურის უბანზე გაურკვეველ ვითარებაში ხანძარი გაჩნდა. იმავე დღეს, პარკის რეინჯრები მობილიზდნენ და უბნის უფროსთან ერთად ადგილზე გავიდნენ.
01 აგვისტო 2015
ინფო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ინფო ტური მოეწყო. ტურში მონაწილეობა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და ტურ-ოპერატორებმა მიიღეს.
31 ივლისი 2015
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ჯავახეთის ეროვნული პარკის გახსნის ღონისძიება გაიმართა მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები, გუბერნიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენლები.
17 ივლისი 2015
სტუდენტური მოხალისეთა პროგრამა დაიწყო
დღეიდან საქართველოს ხუთ დაცულ ტერიტორიაზე - ლაგოდეხი, ბორჯომი, მტირალა, თუშეთი, ოკაცე, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პირველი კურსის სტუდენტების მოხალისეთა პროგრამა დაიწყო.
