სიახლეები

14 აპრილი 2014

დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა. გამოფენის მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაა. 

14 აპრილი 2014

სამუშაო შეხვედრა დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების საკითხებზე

საქართველოს დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

14 აპრილი 2014

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის დასასრული

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ პროექტ „საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერებაზე" მუშაობა დაასრულა. 

02 აპრილი 2014

8.2 მილიონი ევრო დაცული ტერიტორიებისთვის

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანულ საკონსულტაციო ჯგუფს (GFA) შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

31 მარტი 2014

დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოგამოფენა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტო გამოფენა გაიხსნა. 

25 მარტი 2014

ევროპული დიპლომი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისათვის

2014 წლის 24 მარტს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამდივნოს ეგიდით  სპეციალისტთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს სხვადასხვა დაცული ტერიტორიებისათვის ევროპული დიპლომის მინიჭების შესახებ დისკუსია წარმოადგენდა.  

25 მარტი 2014

ტენდერი ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობაზე

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში მიმდინარე ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის პროექტის ფარგლებში  ქ. ახალქალაქში ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა არის დაგეგმილი. 

25 მარტი 2014

რუმინული ორგანიზაცია ProPark-ის სამუშაო ვიზიტი საქართველოში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით  მიმდინარე პროექტის „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვისთვის შესაძლებლობების გაძლიერების გეგმების შემუშავება“ სამუშაო ჯგუფი ეწვია.

17 მარტი 2014

დასუფთავების აქცია აჯამეთის აღკვეთილში

დღეს, აჯამეთის აღკვეთილის  ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციის ინიციატორი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციაა. 

11 მარტი 2014

ავსტრიელი ექსპერტების ვიზიტი იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის „თვინინგის“ (Twinning) პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 დან 9 მარტის ჩათვლით იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო ვიზიტით ავსტრიელი ექსპერტები - რუდოლფ პავუზა და მარტინ კრალიკი იმყოფებოდნენ.

04 მარტი 2014

განახლებული საგრანტო ხელშეკრულება კავკასიის ბუნების ფონდსა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის

2014 წლის 28 თებერვალს, 14:00 საათზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში  კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ხელმძღვანელმა დევიდ მორისონმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმახათუნა გოგალაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძემ განახლებულ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

27 თებერვალი 2014

ხანძარი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტრადიციული გამოყენების ზონაში

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ცნობით, 2014 წლის 21 თებერვალს ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, კერძოდ კი ნათლისწყლის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 700 ჰა ფართობის სასაძოვრე ბალახის საფარი განადგურდა.

26 თებერვალი 2014

კონკურსი ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის

ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში ბუნების კონსერვაციისათვის (TJS), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და რეგიონულ სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობით, ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით  ახორციელებს სპეციალურ პროგრამას.

25 თებერვალი 2014

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი სომხეთში

2014 წლის 20-22 თებერვალს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.

25 თებერვალი 2014

ზამთრის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები თუშეთში

2014 წლის 21 თებერვალს, სოფელ ქვემო ომალოში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანს თუშეთში ზამთრის ტურიზმის განვითარების პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.